суббота, 5 марта 2016 г.
დღევანდელი დასკვნითი ეტაპი იყო მნიშვნელოვანი, რადგან შეჯამდა პროექტის და ტრენინგის თითოეული დეტალი, მოხდა მოდულის შეჯამება, რეფლექსია ჩვენი აქტიურობის. შემოწმდა ჩვენ მიერ შექმნილი მასწავლებლის პორთფოლიოები, მიეცათ რეკომენდაციები იმ პედაგოგებს, რომელსაც სრულყოფილად არ ქონდათ შესრულებული საშინაო დავალებები, ჯგუფის წინაშე ვაკეთებდი პრეზენტაციას. ტრენინგი იყო ჩემთვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი, ვცდილობდი ყოველ სატრენინგო დღეს შესრულებული საშინაო დავალებით მივსულიყავი ტრენინგზე, ჩემთვის მასწავლებლების მიერ მოცემული უკუკავშირები იყო მისაღები, რაც თანამშრომლობითი კულტურის ,,კრიტიკული მეგობრის“ ,,შვიდკაცას“ პროექტიდან გამომიმუშავდა, როგორც პროექტი ჩემთვის ნაცნობი თემა იყო, მაგრამ ამ ტრენინგის საშუალებით ჩავუღრმავდი და გავეცანი იმ დეტალებს, რაც პროექტის ხარისხიან შესრულებას გულისხმობს, შეიძლება ბოლომდე დახვეწილი არ იყოს ჩემ მიერ შესრულებული დავალებები, მაგრამ არის მთავარი მონახაზები და საჭირო დოკუმენტაციებით გაჯერებული, ტრენინგის მიმდინარეობისას უფრო სიღრმისეულ დეტალებამდე მივედი, რომელიც ამ პროექტს სიზუზტემდე დამასრულებინებს. ვფიქრობ რომ ტრენინგმა მომცა ბევრი იმ დეტალის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროცესს და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. პირადად ჩემი შეხედულებები კიდევ უფრო ჩამოყალიბდა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მართვის კუთხით და სიღრმისეულად გავითავისე, რომ აუცილებელია მრავალფეროვანი რომ გახდეს საგაკვეთილო პროცესი თანამედროვე ტეხნოლოგიების გამოყენება ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. ასევე გავიაზრე რომ საგაკვეთილო პროცესისათვის აუცილებელია მრავალფეროვანი რესურსების შექმნა და გამოყენება, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий