пятница, 4 марта 2016 г.

დღევანდელი დღე როგორც ყოველი სატრენინგო დღე დატვირთული იყო პრაქტიკული მუშაობით, თავდაპირელად მოვისმინე ჯგუფის წევრის პროექტის ირგვლივ შესასრულებელი საშინაო დავალებები, შემდეგ თავად წარუდგინე ჯგუფს საკუთარი პროექტი თითოეული დეტალით, მნიშვნელობით და მიზნობრიობით, რესურსებითა და შეფასების რუბრიკებით, შემდეგ ვისწავლე დრაივიდან საქაღალდეების ჩაშენება ბლოკზე და თითოეულ საქაღალდეში რა ფაილები უნდა იქნეს ჩაწყობილი. გავიარეთ მე-7 მოდული. ფასილიტაცია. მართლაც რომ პრაქტიკული მუშაობით არის ტრენინგის თითოეული დღე და დროის ფაქტორს ზემოქმედება არ გაუკეთებია ჩემზე. საინტერესოდ და მიზნობრივად მიდის ტრენინგი დასასრულისაკენ, რომლისგანაც უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე სასწავლო პროექტების შესახებ, ასევე მომეცა საშუალება http://tpdc.ge/essentials/-ის საიტიდან ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მიღების და გამოყენების მიზნით. თითოეული დღე უკავშირდება საგაკვეთილო პროცესს და თითოეული დეტალი კი გაკვეთილის დაგეგმვასა და მართვას.

Комментариев нет:

Отправить комментарий