суббота, 5 марта 2016 г.

დღევანდელი დასკვნითი ეტაპი იყო მნიშვნელოვანი, რადგან შეჯამდა პროექტის და ტრენინგის თითოეული დეტალი, მოხდა მოდულის შეჯამება, რეფლექსია ჩვენი აქტიურობის. შემოწმდა ჩვენ მიერ შექმნილი მასწავლებლის პორთფოლიოები, მიეცათ რეკომენდაციები იმ პედაგოგებს, რომელსაც სრულყოფილად არ ქონდათ შესრულებული საშინაო დავალებები, ჯგუფის წინაშე ვაკეთებდი პრეზენტაციას. ტრენინგი იყო ჩემთვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი, ვცდილობდი ყოველ სატრენინგო დღეს შესრულებული საშინაო დავალებით მივსულიყავი ტრენინგზე, ჩემთვის მასწავლებლების მიერ მოცემული უკუკავშირები იყო მისაღები, რაც თანამშრომლობითი კულტურის ,,კრიტიკული მეგობრის“ ,,შვიდკაცას“ პროექტიდან გამომიმუშავდა, როგორც პროექტი ჩემთვის ნაცნობი თემა იყო, მაგრამ ამ ტრენინგის საშუალებით ჩავუღრმავდი და გავეცანი იმ დეტალებს, რაც პროექტის ხარისხიან შესრულებას გულისხმობს, შეიძლება ბოლომდე დახვეწილი არ იყოს ჩემ მიერ შესრულებული დავალებები, მაგრამ არის მთავარი მონახაზები და საჭირო დოკუმენტაციებით გაჯერებული, ტრენინგის მიმდინარეობისას უფრო სიღრმისეულ დეტალებამდე მივედი, რომელიც ამ პროექტს სიზუზტემდე დამასრულებინებს. ვფიქრობ რომ ტრენინგმა მომცა ბევრი იმ დეტალის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროცესს და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. პირადად ჩემი შეხედულებები კიდევ უფრო ჩამოყალიბდა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მართვის კუთხით და სიღრმისეულად გავითავისე, რომ აუცილებელია მრავალფეროვანი რომ გახდეს საგაკვეთილო პროცესი თანამედროვე ტეხნოლოგიების გამოყენება ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. ასევე გავიაზრე რომ საგაკვეთილო პროცესისათვის აუცილებელია მრავალფეროვანი რესურსების შექმნა და გამოყენება, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

пятница, 4 марта 2016 г.

დღევანდელი დღე როგორც ყოველი სატრენინგო დღე დატვირთული იყო პრაქტიკული მუშაობით, თავდაპირელად მოვისმინე ჯგუფის წევრის პროექტის ირგვლივ შესასრულებელი საშინაო დავალებები, შემდეგ თავად წარუდგინე ჯგუფს საკუთარი პროექტი თითოეული დეტალით, მნიშვნელობით და მიზნობრიობით, რესურსებითა და შეფასების რუბრიკებით, შემდეგ ვისწავლე დრაივიდან საქაღალდეების ჩაშენება ბლოკზე და თითოეულ საქაღალდეში რა ფაილები უნდა იქნეს ჩაწყობილი. გავიარეთ მე-7 მოდული. ფასილიტაცია. მართლაც რომ პრაქტიკული მუშაობით არის ტრენინგის თითოეული დღე და დროის ფაქტორს ზემოქმედება არ გაუკეთებია ჩემზე. საინტერესოდ და მიზნობრივად მიდის ტრენინგი დასასრულისაკენ, რომლისგანაც უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე სასწავლო პროექტების შესახებ, ასევე მომეცა საშუალება http://tpdc.ge/essentials/-ის საიტიდან ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მიღების და გამოყენების მიზნით. თითოეული დღე უკავშირდება საგაკვეთილო პროცესს და თითოეული დეტალი კი გაკვეთილის დაგეგმვასა და მართვას.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

ინკლუზიური განათლება


დღევანდელი დღე, როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი იყო, რადგან აბსოლიტურად ყოველი დღე განსხვავებულია და მახარებს ის რომ არცერთი საათი დღემდე არ გამიცდენია, თითქოსდა ნაცნობი თემების მეტად სიღრმისეული გაგება გამოყენება ხდება. დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, პრაქტიკულად შევასწორეთ ადგილზე თითოეულმა ჩვენგანმა მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკები,  დეტალურად გავიხსენეთ გარდნერის ინტელექტი. ბლუმის/გარდნერის დავალებები  მოსწავლეებისთვის განვიხილეთ და  გავიარეთ ადგილზე ტრენერთან ერთად საშინაო დავალების დეტალები, ვისწავლეთ Youtube-იდან საჭირო ინფორმაციის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა. ჩავინიშნეთ დავალებები, ჯგუფურად განვიხილეთ ჩვენი საგაკვეთილო პროცესები და დიფერენცირებული მიდგომები.

суббота, 27 февраля 2016 г.

დღევანდელი დღე დავიწყეთ დავალებების გამოკითხვით, სადაც ტრენერის მიერ ჯგუფს ეთხოვა ყურადღებით მოესმინათ საშინაო დავალებები ,,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი“ და უკუკავშირები გაკეთებულიყო, რამაც უფრო სიღრმისეული დეტალების გააზრებაში დამეხმარა, მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ დავალება მქონდა დეტალურად წარმოდგენილი და პასუხობდა საკვანძო კითხვებს,ასევე  გავიარეთ შეფასების რუბრიკები, რომელიც მნიშნელოანია მოსწავლის ეტაპობრივი ზრდის დასანახავად, განვიხილეთ პროგრამის მიერ წარმოდგენილი შეფასების რუბრიკები, რომელიც დაგვეხმარება საჭიროებისამებრ, მოგვეცა დავალებებ: შეფასებები, პროექტზე მუშაობა, და კორექტირება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში. 

воскресенье, 21 февраля 2016 г.

დღევანდელი დღე განსხავებულად დაიწყო წინა ოთხი შეხვედრიდან, რადგან რეფლექსიების განხილვა დეტალურად მოხდა, მისი მნიშვნელობა და უკუკავშირები, რამაც კიდევ უფრო აამაღლა ჩემში მოტივაცია, შეფასება უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანისათვის ის არის სტიმულის მომცემი და როგორც მოქმედმა პედაგოგმა გაკვეთილის დეტალური რეფლექსია და უკუკავშირები, რომ გავაკეთო აუცილებელია ვიყო ობიექტური, თითოეულ მათგანთან და გულახდილი, ვიცოდე რა მევალება და როგორ ითხოვენ, რომელი როგორც დღეს მოხდა განხილვა, ასევე გავიხსენეთ და დავაკავშირეთ წინა ტრენინგის მე-3 მოდულიდან უკუკავშირებთან რაც ვფიქრობ რომ ეს არა სატრენინგოდ არი მარტო გამოსაყენებელი, არამედ გაკვეთილი უნდა წავმართოთ ანალოგიურად და დავუკავშიროთ დღევანდელი რეფლექსიები და უკუკავშირები ჩვენ საგაკვეთილო პროცესს.
ასევე gmailis საშუალებით ვისწავლეთ როგორ შეიძლება ჯგუფის შექმნა და ჩატის გამოყენება, რომელიც მართლაც რომ მიზნობრიობას ემსახურება, რადგან შეიძლება ჯგუფმა იმუშაოს საერთო ფაილზე და ერთად მოახდინონ მისი შექმნა, რაც ჯგუფუი მუშაობის კომპეტენციებს განსაზღვრავს, რაც როგორც კოლეგებთან ასევე მოსწავლეებთან ერთად საუკეთესო ნაშრომების შექმნაში დაგვეხმარება, რომელიც თანამშრომლობის პრინციპით იქნება მომზადებული.
დღეს ასევე პროექტის მოსამზადებელი სლაიდის მომზადების წესსა და მნიშნელობაზე ვისაუბრეთ, მოხდა საერთო ჯგუფური განხილვა რამაც კიდევ უფრო ჩაგვახედა და გაგვააზრებინა  ყველა საპროექტო დეტალის წარმოჩენაზე. ყველაფერი ეგ კეთდება პრაქტიკულად და დროის განსაზღვრის საშუალებას ვერ ვგრზნობთ, რადგან საკმაოდ ხარისხიანად და მუშად მიდის თითოეული ჩვენგანისათვის სამუშაოს წარმოჩინება.


пятница, 19 февраля 2016 г.

დღევანდელი დღე როგორც გასული სამი დღე იყო ჩემთვის პროდუქტიული, რადგან პრაქტიკულად შევუსაბამე პროექტს მოსწავლის მისაღწევი მიზნები, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო პროექტებით სწავლების დროს არამედ სასწავლო რპოცესის მიმდინარეობისას, ასევე მნიშვნელოვანი და პროდუქტიულია ტრენინგი ჩემთვის რადგან ადგილზე პრაქტიკულად მიმდინარეობს მოდულების როგორც თეორიული ასევე დეტალური პრაქტიკული მუშაობა, რაც მაძლევს საშუალებას თავადვე საკუთარი შეხედულებები და მიზნები დავაკავშირო ტრენინგზე შეძენილ ცოდნას და რაც მთავარია ტრენინგზე ვერ ვგრძნობ დროის ფაქტორს რადგან მუშაობა პრაქტიკულად და ჩართულობა დროის შეგრძნებას მაკარგვინებს, რადგან ტრენინგი არის უშუალო კავშირში სასწავლო პროცესის დაგეგმვასთან და არ არის თეორიებით დატვირთული. ტრენინგზე ხდება საკუთრი თავის პროფესიულად გააზრება, ასევე დამანახა სოციალური ქსელების გამოყენება მიზნობრივად მოსწავლეებთან ურთიერთობებისა და სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებისათის.