суббота, 13 февраля 2016 г.

                                            რეფლექსია
ტრენინგზე დეტალურად განვიხილე პროექტის გეგმა, თემატიკა და მისი მიმდინარეობის დეტალები, ჯგუფებში განხილვამ და ტრენინგის მიმდინარეობამ სტრუქტურულად დამაგეგმინა მიზნები და დამანახა პროექტის მნიშვნელობა, საჭიროება, რამაც მომცა საშუალება თავი დამენახა სხვადასხვა მიმართულებებით, გამომევლინა და დამეხვეწა პროექტის სტრუქტურა და ზოგადად უფრო სიღრმისეულად დავინახე მოსწავლეთა ნაშრომების მნიშვნელობა, ჩემ მიერ განსაზღვრული პროექტის თემატიკა მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ისედაც თითქოსდა ნაცნობი საქმე აბსოლიტურად სხვა კუთხით წარმომიდგა თვალწინ და დღევანდელი დღე დამეხმარა მრავალმხრივი მიზნების დაგეგმვაში, განვიხილე მოდული 2 ,,მიმართულებები"-ს ახსნა დამეხმარა რეალისტური და ჩამოყალიბებული გახდეს თითოეული ჩემი აქტივობა. სასწავლო პროექტ გეგმის შევსების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დამეხმარა ,,ვირტუალური ელჩის" დეტალური განხილვა საიდანაც საკვანძო ნაწილების ამოღებამ მეტად განსაზღვრა სასწავლო მიზნები ჩემში.
ასევე ვიყენებდი ელექტრონულ ფოსტას დრაივსაც, მაგრამ მისი  მიზნობრიობა მეტად დეტალურად წარმოჩინდა ჩემში.

Комментариев нет:

Отправить комментарий