воскресенье, 28 февраля 2016 г.

ინკლუზიური განათლება


დღევანდელი დღე, როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი იყო, რადგან აბსოლიტურად ყოველი დღე განსხვავებულია და მახარებს ის რომ არცერთი საათი დღემდე არ გამიცდენია, თითქოსდა ნაცნობი თემების მეტად სიღრმისეული გაგება გამოყენება ხდება. დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, პრაქტიკულად შევასწორეთ ადგილზე თითოეულმა ჩვენგანმა მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკები,  დეტალურად გავიხსენეთ გარდნერის ინტელექტი. ბლუმის/გარდნერის დავალებები  მოსწავლეებისთვის განვიხილეთ და  გავიარეთ ადგილზე ტრენერთან ერთად საშინაო დავალების დეტალები, ვისწავლეთ Youtube-იდან საჭირო ინფორმაციის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა. ჩავინიშნეთ დავალებები, ჯგუფურად განვიხილეთ ჩვენი საგაკვეთილო პროცესები და დიფერენცირებული მიდგომები.

суббота, 27 февраля 2016 г.

დღევანდელი დღე დავიწყეთ დავალებების გამოკითხვით, სადაც ტრენერის მიერ ჯგუფს ეთხოვა ყურადღებით მოესმინათ საშინაო დავალებები ,,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი“ და უკუკავშირები გაკეთებულიყო, რამაც უფრო სიღრმისეული დეტალების გააზრებაში დამეხმარა, მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ დავალება მქონდა დეტალურად წარმოდგენილი და პასუხობდა საკვანძო კითხვებს,ასევე  გავიარეთ შეფასების რუბრიკები, რომელიც მნიშნელოანია მოსწავლის ეტაპობრივი ზრდის დასანახავად, განვიხილეთ პროგრამის მიერ წარმოდგენილი შეფასების რუბრიკები, რომელიც დაგვეხმარება საჭიროებისამებრ, მოგვეცა დავალებებ: შეფასებები, პროექტზე მუშაობა, და კორექტირება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში. 

воскресенье, 21 февраля 2016 г.

დღევანდელი დღე განსხავებულად დაიწყო წინა ოთხი შეხვედრიდან, რადგან რეფლექსიების განხილვა დეტალურად მოხდა, მისი მნიშვნელობა და უკუკავშირები, რამაც კიდევ უფრო აამაღლა ჩემში მოტივაცია, შეფასება უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანისათვის ის არის სტიმულის მომცემი და როგორც მოქმედმა პედაგოგმა გაკვეთილის დეტალური რეფლექსია და უკუკავშირები, რომ გავაკეთო აუცილებელია ვიყო ობიექტური, თითოეულ მათგანთან და გულახდილი, ვიცოდე რა მევალება და როგორ ითხოვენ, რომელი როგორც დღეს მოხდა განხილვა, ასევე გავიხსენეთ და დავაკავშირეთ წინა ტრენინგის მე-3 მოდულიდან უკუკავშირებთან რაც ვფიქრობ რომ ეს არა სატრენინგოდ არი მარტო გამოსაყენებელი, არამედ გაკვეთილი უნდა წავმართოთ ანალოგიურად და დავუკავშიროთ დღევანდელი რეფლექსიები და უკუკავშირები ჩვენ საგაკვეთილო პროცესს.
ასევე gmailis საშუალებით ვისწავლეთ როგორ შეიძლება ჯგუფის შექმნა და ჩატის გამოყენება, რომელიც მართლაც რომ მიზნობრიობას ემსახურება, რადგან შეიძლება ჯგუფმა იმუშაოს საერთო ფაილზე და ერთად მოახდინონ მისი შექმნა, რაც ჯგუფუი მუშაობის კომპეტენციებს განსაზღვრავს, რაც როგორც კოლეგებთან ასევე მოსწავლეებთან ერთად საუკეთესო ნაშრომების შექმნაში დაგვეხმარება, რომელიც თანამშრომლობის პრინციპით იქნება მომზადებული.
დღეს ასევე პროექტის მოსამზადებელი სლაიდის მომზადების წესსა და მნიშნელობაზე ვისაუბრეთ, მოხდა საერთო ჯგუფური განხილვა რამაც კიდევ უფრო ჩაგვახედა და გაგვააზრებინა  ყველა საპროექტო დეტალის წარმოჩენაზე. ყველაფერი ეგ კეთდება პრაქტიკულად და დროის განსაზღვრის საშუალებას ვერ ვგრზნობთ, რადგან საკმაოდ ხარისხიანად და მუშად მიდის თითოეული ჩვენგანისათვის სამუშაოს წარმოჩინება.


пятница, 19 февраля 2016 г.

დღევანდელი დღე როგორც გასული სამი დღე იყო ჩემთვის პროდუქტიული, რადგან პრაქტიკულად შევუსაბამე პროექტს მოსწავლის მისაღწევი მიზნები, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო პროექტებით სწავლების დროს არამედ სასწავლო რპოცესის მიმდინარეობისას, ასევე მნიშვნელოვანი და პროდუქტიულია ტრენინგი ჩემთვის რადგან ადგილზე პრაქტიკულად მიმდინარეობს მოდულების როგორც თეორიული ასევე დეტალური პრაქტიკული მუშაობა, რაც მაძლევს საშუალებას თავადვე საკუთარი შეხედულებები და მიზნები დავაკავშირო ტრენინგზე შეძენილ ცოდნას და რაც მთავარია ტრენინგზე ვერ ვგრძნობ დროის ფაქტორს რადგან მუშაობა პრაქტიკულად და ჩართულობა დროის შეგრძნებას მაკარგვინებს, რადგან ტრენინგი არის უშუალო კავშირში სასწავლო პროცესის დაგეგმვასთან და არ არის თეორიებით დატვირთული. ტრენინგზე ხდება საკუთრი თავის პროფესიულად გააზრება, ასევე დამანახა სოციალური ქსელების გამოყენება მიზნობრივად მოსწავლეებთან ურთიერთობებისა და სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებისათის.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

დღევანდელ დღეს ბუკლეტის მომზადების სტრუქტურაში მეტად ჩამოვყალიბდი, დეტალურად ჩავუღრმავდი საკვანძო კითხვების სტრუქტურას როგორც პრეზენტირების დროს ასევე ინდივიდუალურად დავუკავშირე და შევცვალე პროექტისათის, მეტად ჩამოვყალიბდი ლაკონური და მრავალმხრივი საჭიროების კითხვების დალაგებაში, ასევე პროექტის მნიშვნელობა უფრო სიღრმისეული და მრავალმრივი გავხადე, თითოეული ტრენინგის მიმდინარეობის შემდეგ, ჩავუღრმავდი იმ დეტალებს, რომელსაც ვაკეთებდი, მაგრამ არ ემსახურებოდა მიზნობრიობას, ადვილად დავაკავშირე პროექტი საგნის მრავალ სტანდარტთან, რომელიც დეტალურად იქნა ჩემ მიერ გაგებული და მიზნობრიობას მორგებული, შევიტანე სამოქმედო გეგმაში, ამავდროულად დავუკავშირე სტანდარტი მოსწავლის მისაღწევ მიზნებსა და შინაარსს. ტრენინგზე მიღებული ცოდნა ადვილად გასაგები გახდა რადგან, ადგილზე ხდება თითოეული ახალი დეტალის პრაქტიკულად და მიზნობრივად გამოყენება.

суббота, 13 февраля 2016 г.

                                            რეფლექსია
ტრენინგზე დეტალურად განვიხილე პროექტის გეგმა, თემატიკა და მისი მიმდინარეობის დეტალები, ჯგუფებში განხილვამ და ტრენინგის მიმდინარეობამ სტრუქტურულად დამაგეგმინა მიზნები და დამანახა პროექტის მნიშვნელობა, საჭიროება, რამაც მომცა საშუალება თავი დამენახა სხვადასხვა მიმართულებებით, გამომევლინა და დამეხვეწა პროექტის სტრუქტურა და ზოგადად უფრო სიღრმისეულად დავინახე მოსწავლეთა ნაშრომების მნიშვნელობა, ჩემ მიერ განსაზღვრული პროექტის თემატიკა მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ისედაც თითქოსდა ნაცნობი საქმე აბსოლიტურად სხვა კუთხით წარმომიდგა თვალწინ და დღევანდელი დღე დამეხმარა მრავალმხრივი მიზნების დაგეგმვაში, განვიხილე მოდული 2 ,,მიმართულებები"-ს ახსნა დამეხმარა რეალისტური და ჩამოყალიბებული გახდეს თითოეული ჩემი აქტივობა. სასწავლო პროექტ გეგმის შევსების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დამეხმარა ,,ვირტუალური ელჩის" დეტალური განხილვა საიდანაც საკვანძო ნაწილების ამოღებამ მეტად განსაზღვრა სასწავლო მიზნები ჩემში.
ასევე ვიყენებდი ელექტრონულ ფოსტას დრაივსაც, მაგრამ მისი  მიზნობრიობა მეტად დეტალურად წარმოჩინდა ჩემში.

воскресенье, 7 февраля 2016 г.

ვფიქრობ Intelis ტრენინგი გავლა პროექტებით სწავლება ხელს შემიწყობს სწავლა სწავლების პრინციპის უკეთ განხორციელებაში. ტრენინგის პირველი დღე იყო საინტერესო, მომცა მოტივაცია შემდეგი შეხვედრისათვის დეტალურად გავეცანი ტრენინგის მიზნობრიობასა და მნიშვნელობას რაც ტრენინგის შინაარსისა და ტრენერის დამსახურებაა.
ვფიქრობ Intelis ტრენინგი გავლა პროექტებით სწავლება ხელს შემიწყობს სწავლა სწავლების პრინციპის უკეთ განხორციელებაში. ტრენინგის პირველი დღე იყო საინტერესო, მომცა მოტივაცია შემდეგი შეხვედრისათვის დეტალურად გავეცანი ტრენინგის მიზნობრიობასა და მნიშვნელობას რაც ტრენინგის შინაარსისა და ტრენერის დამსახურებაა.